დაბრუნების პოლიტიკა

შპს „ბიოლანდის“ ოფიციალურ ვებ გვერდძე www.bioland.ge შეძენილი პროდუქციის დაბრუნების წესები და პირობები


შენიშვნა*: COVID-19 პანდემიასთან დაკავშირებით, შესაძლოა მოქმედებდეს განსხვავებული პირობები, რის თაობაზეც ინფორმაცია მიტიტებული იქნება ვებ გვარდის შესაბამის გვერდზე. 


1. ბიოლენდზე პროდუქტის დაბრუნების პირობები:

1.1. შპს „ბიოლენდი“ (შემდგომში კომპანია “ბიოლანდი”), პროდუქტის დაბრუნების პოლიტიკის გათვალისწინებით, გაძლევთ შესაძლებლობას 5 კალენდარული დღის განმავლობაში უკან დააბრუნოთ შეძენილი პროდუქტი ქვემოთ მითითებული წესის დაცვით:

2. პროდუქტის დაბრუნების წესი და გამონაკლისები:

2.1. პროდუქტის დაბრუნების სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ წინასწარ დაუკავშირდეთ კომპანია “ბიოლანდი”-ს საინფორმაციო ცენტრს და აცნობოთ პროდუქტის დაბრუნების შესახებ;

2.2. პროცესის ინიცირებისათვის საჭიროა კომპანიას აცნობოთ დასაბრუნებელი პროდუქტის მაიდენტიფიცირებელი მონაცემები, შეკვეთის ნომერი, შეკვეთის თარიღი, შეკვეთის მიღების თარიღი და დაბრუნების მიზეზი (შესაძლებელია საჭირო გახდეს პროდუქტისა და გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის ფოტოს ატვირთვა და გამოგზავნა ბიოლენდს ელ. ფოსტის მისამართზე: support@bioland.ge)

2.3. პროდუქტის დაბრუნების პოლიტიკა მოქმედებს პროდუქტის მიღებიდან 5 კალენდარული დღის განმავლობაში.

2.4. თუ პროდუქტს და პროდუქტის თანმხლებ ნაწილებს/დოკუმენტებს აღენიშნებათ რაიმე სახის ცვლილება, კომპანია “ბიოლანდი” უფლებას იტოვებს ეჭვქვეშ დააყენოს მისი ნამდვილობა და შესაბამისად, პროდუქტის დაბრუნების პროცედურა შეაჩეროს მოკვლევითი და დიაგნოსტიკური სამუშაოების ჩატარებამდე, რაც შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 10 სამუშაო დღისა. მოკვლევისა და დიაგნოსტირების შედეგების საფუძველზე კომპანია უფლებამოსილია გააგრძელოს ან შეწყვიტოს პროდუქტ/ებ/ის დაბრუნების პროცედურა.

2.5. 200 ლარზე მეტი ღირებულების პროდუქტის/პროდუქტების დაბრუნებას (ტრანსპორტირებას) უზრუნველყოფს კომპანია “ბიოლანდი” საკუთარი ან/და სატრანსპორტო მომსახურე ქვეკონტრაქტორის საშუალებით, მოთხოვნის განთავსებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა.

2.6. პროდუქტის დაბრუნების დროს პროდუქტს უნდა ახლდეს შეძენის დროს გადაცემული ყველა თანმხლები ნაწილები და დოკუმენტი (სასაქონლო ზედნადები, თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, საგარანტიო ფურცელი და სხვ.).

2.7. პროდუქტის დაბრუნება წინამდებარე წესების გათვალისწინებით შესაძლებელია თუ:

2.7.1. პროდუქტი არ შეესაბამება შეკვეთას ან ვებ-გვერდზე განთავსებულ ტექნიკურ მახასიათებლებს;

2.7.2. პროდუქტს აქვს ქარხნული წუნი;

2.7.3. პროდუქტი დაზიანებულია ტრანსპორტირების პროცესში;

2.7.4. მიწოდების შეთანხმებული დრო დაირღვა ბიოლენდს მხრიდან;

2.8. პროდუქტის დაბრუნება ზემოთ ჩამოთვლილი პირობებისგან დამოუკიდებლად შესაძლებელია თუ:

2.8.1. პროდუქტის ქარხნული შეფუთვა გაუხსნელია, დაუზიანებელია ან;

2.8.2. თუ პროდუქტის ქარხნული შეფუთვა გახსნილია და დიაგნოსტირების შედეგად დადგინდა, რომ მომხმარებლის მიერ დასაბრუნებელ პროდუქტს შენარჩუნებული აქვს ყველა ფუნქციონალური მახასიათებელი და არ შეინიშნება ვიზუალური ხარვეზი;

2.8.3. თუ პროდუქტის ქარხნული შეფუთვა დაზიანებულია ან/და დიაგნოსტირების შედეგად დადგინდა, რომ მომხმარებლის მიერ დასაბრუნებელ პროდუქტს შენარჩუნებული აქვს ყველა ფუნქციონალური მახასიათებელი, თუმცა, შეინიშნება ვიზუალური ხარვეზ/ებ/ი, რომელიც არ არის გამოწვეული მომხმარებლის ბრალით.

2.9. პროდუქტის დაბრუნების წესები არ ვრცელდება შემდეგ პროდუქტებზე:

2.9.1. პარფიუმერია და კოსმეტიკა;

2.9.2. მამაკაცის, ქალისა და ბავშვის საცურაო და პლაჟის კოსტიუმები და თეთრეული;

2.9.3. ჩვილისა და ბავშვის თეთრეული;

2.9.4. პირადი ჰიგიენის ნივთები და აქსესუარები (კბილის ჯაგრისები, სავარცხელი, თმის სახვევი, საყურეები და სხვა);

2.9.5. საბავშვო სათამაშოები, ბავშვის მოვლასთან დაკავშირებული ნივთები;

2.9.6. სურსათი;

2.9.7. ცხოველის საკვები;

2.9.8. წვრილი საყოფაცხოვრებო ტექნიკა (აღნიშნული პროდუქტის დაბრუნება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სასაქონლო იერსახე დარღვეული არ არის, შეფუთვა გაუხსნელია და პროდუქტს თან ახლავს ყველა შესაბამისი დოკუმენტი, რაც თან ახლდა მისი მომხმარებლისთვის ჩაბარების მომენტში).

2.9.9. მომხმარებლის მიერ განვადებით შესყიდული პროდუქტი/ები.

2.9.10. წინამდებარე 2.9 პუნქტში გათვალისწინებული პროდუქტების დაბრუნება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ, პროდუქტი არ შეესაბამება შეკვეთას ან ვებ-გვერდზე განთავსებულ ტექნიკურ მახასიათებლებს და არ მომხდარა პროდუქტის გამოყენება/გახსნა, არ არის დარღვეული პროდუქტის სასაქონლო იერსახე და პროდუქტს თან ახლავს ყველა შესაბამისი დოკუმენტი, რაც თან ახლდა მისი მომხმარებლისთვის ჩაბარების მომენტში.

3.ანაზღაურების წესი:

3.1. კომპანია “ბიოლანდი”, მომხმარებლის მიერ შეძენილი პროდუქტის დაბრუნების სურვილის შემთხვევაში იღებს ვალდებულებას მომხმარებელს აუნაზღაუროს მომხმარებლის მიერ პროდუქტში გადახდილი თანხის:

3.1.1. 100%, იმ შემთხვევაში თუ: პროდუქტის ქარხნული შეფუთვა გაუხსნელია, დაუზიანებელია და თან ახლავს შეძენის დროს გადაცემული ყველა თანმხლები ნაწილი და დოკუმენტი (სასაქონლო ზედნადები, თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, საგარანტიო ფურცელი და სხვ.);

3.1.2. 100% იმ შემთხვევაში თუ პროდუქტს აქვს ქარხნული წუნი ან პროდუქტი არ შეესაბამება შეკვეთას/ან ვებ-გვერდზე განთავსებულ ტექნიკურ მახასიათებლებს ან პროდუქტი დაზიანებულია ტრანსპორტირების პროცესში და თან ახლავს შეძენის დროს გადაცემული ყველა თანმხლები ნაწილი და დოკუმენტი (სასაქონლო ზედნადები, თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, საგარანტიო ფურცელი და სხვ.) .

3.1.3. 50-65%-მდე იმ შემთხვევაში, თუ მოწყობილობის (არ ვრცელდება, სითხეებზე, სხნარებზე, კონსენტრატებზე და ტხევად მასალებზე, ასევე ერთჯერად სახარჯ მასალაებზე) ქარხნული შეფუთვა გახსნილია და დიაგნოსტირების შედეგად დადგინდა, რომ მომხმარებლის მიერ დასაბრუნებელ პროდუქტს შენარჩუნებული აქვს ყველა ფუნქციონალური მახასიათებელი, შემადგენლობა, დანიშულების თვისებები და არ შეინიშნება ვიზუალური ხარვეზი, და ასევე თან ახლავს შეძენის დროს გადაცემული ყველა თანმხლები ნაწილი და დოკუმენტი (სასაქონლო ზედნადები, თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, საგარანტიო ფურცელი და სხვ.).

3.1.4. თუ დიაგნოსტირების შედეგად დადგინდა, რომ მომხმარებლის მიერ დასაბრუნებელ პროდუქტი და შეესაბამება მიწოდებულს, არ შეესაბამება ამ წესებში აღწერილ პირობებს, არ აქვს შენარჩუნებული ყველა ფუნქციონალური ან/და ვიზუალური მახასიათებელი ან/და არ ახლავს შეძენის დროს გადაცემული ყველა თანმხლები ნაწილი და დოკუმენტი (სასაქონლო ზედნადები, თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, საგარანტიო ფურცელი და სხვ.) კომპანია უფლებას იტოვებს არ დაიბრუნოს პროდუქტი და შესაბამისად, არ დააბრუნოს პროდუქტში გადახდილი თანხა.

3.2. თანხის დაბრუნება შესაძლებელია მხოლოდ უნაღდო ანგარიშსწორებით მომხმარებელის საბანკო ანგარიშზე ჩარიცხვის გზით.

3.3. “ბიოლანდი” მომხმარებელს შეძენილი პროდუქტის ღირებულებას, წინამდებარე მუხლით დადგენილი წესითა და ოდენობით, აუნაზღაურებს 15 სამუშაო დღის ვადაში, გარდა 3.1.1. მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა.

3.4. წინამდებარე პოლიტიკის 3.1.1. მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში, მომხმარებელს პროდუქტის ღირებულება დაუბრუნდება 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში.

4. ტრანსპორტირების მომსახურების ღირებულების ანაზღაურების წესი:

4.1. კომპანია “ბიოლანდი” მომხმარებლის მიერ პროდუქტის დაბრუნებისას ანაზღაურებს ტრანსპორტირების მომსახურების ღირებულებას, იმ შემთხვევაში, თუ:

4.1.1. პროდუქტი არ შეესაბამება შეკვეთას/ან ვებ-გვერდზე განთავსებულ ტექნიკურ მახასიათებლებს;

4.1.2. პროდუქტს აქვს ქარხნული წუნი;

4.1.3. პროდუქტი დაზიანებულია ტრანსპორტირების პროცესში;

4.2. ყველა სხვა შემთხვევაში, ტრანსპორტირების მომსახურების ღირებულებას თბილისის ადმინისტრაციული საზღვრების ფარგლებში აანაზღაურებს მომხმარებელი, რომელიც 30კგ-მდე პროდუქტების შემთხვევაში შეადგენს 10ლ, ხოლო 30კგ და მეტის შემთხვევაში 40ლ.

5. პროდუქციის დაბრუნება პროცედურა:

5.1. იმ შემთხვევაში, თუ დაბრუნების ინიცირება მიტანისთანავე მყისიერად მოხდება მომხმარებლის მხრიდან, შემთხვევა ფიქსირდება საინფორმაციო ცენტრში და კურიერს ეძლევა დასტური პროდუქტის წამოღებაზე;

5.2. პროდუქციის მიღებიდან 5 კალენდარული დღის განმავლობაში მომხმარებელს შეუძლია დააფიქსიროს მოთხოვნა პროდუქციის დაბრუნებაზე;

5.3. პროდუქციის მიღებიდან 5 კალენდარული დღის განმავლობაში მომხმარებლის მიერ პროდუქტის დაბრუნების სურვილის დაფიქსირების შემთხვევაში, მომხმარებელმა აღნიშნული სურვილის დაფიქსირებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში უნდა უზრუნველყოს კომპანიისთვის პროდუქტის დაბრუნება. ამ პერიოდში მომხმარებელმა უნდა უზრუნველყოს ამ პროდუქტის უსაფრთხოება. მომხმარებელმა არ უნდა გამოიყენოს ან/და დაარღვიოს პროდუქტის სასაქონლო იერსახე, წინააღმდეგ შემთხვევაში კომპანია იტოვებს უფლებას არ დაიბრუნოს შესაბამისი პროდუქტი.

5.4. თუ პროდუქციის მიღებიდან 5 კალენდარული დღის განმავლობაში მომხმარებლის მიერ დაფიქსირებული პროდუქტის დაბრუნების სურვილი გამოწვეულია მიღებული ნივთის ხარვეზიანობის გამო (აქვს ვიზუალური/ქარხნული წუნი ან არ შეესაბამება შეკვეთას ან/და www.bioland.ge-ზე განთავსებულ პროდუქტის მახასიათებლებს) კომპანია უზრუნველყოფს სურვილის დაფიქსირებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში პროდუქტის დაბრუნებას წინამდებარე დაბრუნების პოლიტიკის გათვალისწინებით,

5.5. პროდუქტის მიღებიდან 5 კალენდარული დღის შემდეგ დაფიქსირებული ქარხნული წუნის შემთხვევაში, მომხმარებელმა უნდა იმოქმედოს შესაბამისი საგარანტიო პირობებით (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

5.6. თბილისის, რუსთავის, ქუთაისის და აჭარის რეგიონის მასშტაბით მიწოდების შემთხვევაში მიწოდების ტარიფი ანგარიშდება ავტომატურ რეჟიმში, მომხმარებლის მიერ მიწოდების ქალაქის და რაიონის არჩევის და დამახსოვრების შემდეგ. ამ შემთხვევაში აქტიურია საიტზე არსებული გადახდის ყველა მეთოდი.

5.7. რეგიონებში (გარდა რუსთავის, ქუთაისისა და აჭარისა) მიწოდების შემთხვევაში გადახდა შესაძლებელია საბანკო გადარიცხვის გზით / ინვოისის მეთოდის გამოყენებით.

5.9. ფილიალიდან გატანის შემთხვევაში მოქმედებს გადახდის ყველა არსებული მეთოდი. შეკვეთების დამუშავება ხდება 10:00-დან 18:00 საათამდე. 18 საათის შემდეგ ან კვირას განხორციელებული შეკვეთების დამუშავება ხდება მომდევნო სამუშაო დღეს.