სარეცხი საშუალებების მავნებლობა

სარეცხ-საწმენდი საშუალებები-ვერაგი მტერი შიგნიდან და გარედან

თითქოს საკმარისი არ იყოს ადამიანის მოსასპობად ნიტრატებით, პესტიციდებით, ჰერბიციდებით გაჯერებული საკვები, ჩვენ კიდევ უარესს ვამატებთ იმ სარეცხ-საწმენდი საშუალებებით, რომლებსაც სამზარეულოში ვიყენებთ. სპეციალისტების აზრით ყოველწლიურად ჩვენს ორგანიზმში ხვდება ნახევარ ლიტრამდე ჭურჭლის სარეცხი საშუალება არასრულფასოვნად გარეცხილი ჭურჭლიდანამასთანავე ჭურჭლის რეცხვისას შევისუნთქავთ ტოქსიკურ ანაორთქლს, რომელიც სამზარეულოს გარდა მთელ საცხოვრებელში ვრცელდება.
რისგან შედგება სამზარეულოსათვის გათვალისწინებული სარეცხ-საწმენდი საშუალებები?
მათი შედგენილობა დაახლოებით ისეთივეა, როგორც ჩვეულებრივი სარეცხი ფხვნილების, ანუ შეიცავს სხვადასხვა სახის ზედაპირულად აქტიურ ნივთიერებებს, ფოსფატებს. ეფექტის გასაძლიერებლად ემატება ფერმენტები, ბაქტერიციდები, მჟავები, ქაფის სტაბილიზატორები, არომატიზატორები, ქლორი და სხვა. ცალკე აღებული თითოეული ეს ნივთიერება ძლიერი შხამია, ხოლო მათი კომბინაცია ქმნის უძლიერეს შხამს. მათი ზემოქმედების თვალსაჩინო შედეგია რეცხვა-წმენდისას თვალების წვა, თავის ტკივილი, ცხვირის შიდა გარსის გამოფიტვა და ქავილი, დაღლილობა, გაძნელებული სუნთქვა და სხვა. ხოლო თუ რეზინის ხელთათმანების გარეშე ვმოქმედებთ, კანის გაწითლება, წვა, წყლულების გაჩენა. ანუ მარტო გარეგანი ზემოქმედებით ჩვენ მძიმე დარტყმა მივაყენეთ ფილტვებს, სისხლს, ნერვიულ სისტემას, კანს და სხვა.
რა ხდება შინაგანი ზემოქმედებისას? რაო, შინაგანად მას არ იღებთ? ნახეთ ჩვენი შემოთავაზებული ფილმი, მხოლოდ მეხუთედ გულმოდგინე გავლებისას მოსცილდა სარეცხი ჟელე თეფშს. ეს ნიშნავს ერთი თეფშის გადაბმულად წუთნახევრის განმავლობაში მაინც გავლებას გამდინარე ცხელ წყალში ღრუბლის დახმარებით. ჭურჭლის სარეცხი მანქანის ეფექტი იგივეა, რაც სარეცხი მანქანის, ანუ ხსნარის შემდეგ ხუთჯერ მაინც უნდა გაავლოთ ცხელ წყალში. თქვენ რამდენჯერ ან რამდენ ხანს ავლებთ?
შემდეგი პროცესი ძალიან მარტივი წარმოსადგენია. სამზარეულოს ჭუჭლიდან ქიმიური ნივთიერებები გადადის საკვებზე და შემდეგ ჩვენს ორგანიზმში. ხომ კარგად შლის ეს საშუალებები ცხიმებს, ცილებს, ნამწვებს თქვენს ჭურჭელზე? სწორედ ასეთივე წარმატებით შლის კუჭის გარსს, ღვიძლს, ტეგი: beauty, medicine, health -->