ზეთის ინდიკატორი ( გამოყენებული ზეთის ვარგისიანობის
დამდგენი ტესტ-ჩხირი)
გამოყენება: ტესტ ჩხირის ოთხივე ლურჯი ხაზი ჩაძირეთ
გაცხელებულ ზეთში.
ლურჯი ხაზების გაყვითლება არის თავისუფალი ცხიმოვანი
მჟავების კონცენტრაციის პროცენტულობის მანიშნებელი. მაგალითად პირველი ლურჯი ხაზის
გაყვითლების შემთხვევაში, მაშინ როდესაც ზემოთ სამივე ხაზი რჩება ლურჯად ნიშნავს, რომ
თავისუფალი მჟავების ( (FFA)
რაოდენობა არის 2% -ზე მეტი და 3,5 %-ზე ნაკლები. ორი ლურჯი ხაზის გაყვითლება
ნიშნავს ცხიმოვანი მჟავების კონცენტრაციას 3,5% (შეამოწმეთ შემწვარი საკვების ხარისხი,
ფერი/გემო განსაკუთრებით კი ქათამი და თევზი). სამი ლურჯი ხაზის გაყვითლება- 5,5% (შეამოწმეთ
შემწვარი საკვების ხარისხი, ფერი/გემო განსაკუთრებით კი ქათამი, თევზი,ფრანგული კარტოფილი
ფრი) და ოთხივე ხაზის გაყვითლება 7%.