როგორ იწარმოება ენერგია მზეში — პირველად მოხდა მზეში ნეიტრინოების დაფიქსირება

Borexino Collaboration-ის მეცნიერების საერთაშორისო ჯგუფმა, რომელშიც ასამდე მეცნიერი შედის, Nature-ში ახალი კვლევა გამოაქვეყნა. განცხადებაში ნათქვამია, რომ პირველად მოხდა მზეში ნეიტრინოების დაფიქსირება. ეს პირველად ცხადყოფს, რომ ნახშირბადის-აზოტის-ჟანგბადის (CNO) შერწყმის ციკლი ჩვენს მზეში ხდება.

ნეიტრინო – ელექტრულად ნეიტრალური ელემენტარული ნაწილაკია, რომლის უძრაობის მასა გაცილებით ნაკლებია ელექტრონის მასაზე (შესაძლოა უდრის ნულს).

ნაწილაკების ფიზიკის პროფესორი, ანდრეა პოკარი განმარტავს, რომ CNO ციკლი, მზეზე ბევრად დიდ ვარსკვლავებში ენერგიის წარმოების დომინანტური წყაროა. თუმცა, ამ ციკლის უშუალოდ დაფიქსირება აქამდე არ მომხდარა.

ვარსკვლავები სიცოცხლის პროცესში ენერგიას წყალბადის ჰელიუმში შერწყმით იღებენ. ვარსკვლავებში ეს ძირითადად ხდება "პროტონ-პროტონის" ჯაჭვების მეშვეობით. ამასთან, ბევრი ვარსკვლავი უფრო მძიმე და ცხელია, ვიდრე ჩვენი მზე. შესაბამისად, მათი შემადგენლობა შეიცავს ჰელიუმზე მძმე ელემენტებს. 1930 წლიდან მოყოლებული, მეცნიერებს ჰქონდათ პროგნოზი, რომ CNO ციკლი დომინანტური უნდა იყოს მძიმე ვარსკვლავებში.

ნეიტრინოები, რომლებიც ამ პროცესის ნაწილში გამოიყოფა, უზრუნველყოფს სპექტრალურ ხელწერას, რომელიც საშუალებას აძლევს მეცნიერებს, განასხვაონ ”პროტონ-პროტონის“ ჯაჭვი, CNO ციკლისგან.